სიახლეები

DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრმა მარტვილში მეწარმეებისთვის ტრენინგი გამართა

2018 წლის  27 ივნისს, ქალაქ  მარტვილში გაიმართა ტრეინინგი: „სამრეწველო საფუტკრე მეურნეობის მოწყობა“. ღონისძიებაზე განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ფუტკრის დაავადებების პრევენცია და მკურნალობის მეთოდები, ვეტერინარულ-სანიტარული და ჰიგიენური ღონისძიებები საფუტკრეებში, ფუტკრის მოვლის სეზონური სამუშაოები საფუტკრე მეურნეობაში, მოთხოვნები ნატურალური თაფლის წარმოებაზე.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს სამეგრელოს რეგიონის  22 მცირე და საშუალო მეწარმემ მეფუტკრეობის სექტორიდან. 

ღონისძიება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ - მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.

ტრენინგს უძღვებოდა ედუარდ მელია - ასოციაცია „დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა ალიანსის“  თავმჯდომარე. 

27.06.2018
                                                                      

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი