სიახლეები

შიდა ქართლში საკალმახე მეურნეობების შესახებ ტრენინგი გაიმართა

2018 წლის 27 ივნისს, ქალაქ გორში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, გაიმართა ტრენინგი თემაზე „საკალმახე მეურნეობებში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“.

ტრენინგზე განხილულ იქნა ისეთი საკითხები, რომლებიც დღეისათვის განსაკუთრებით აქტუალური და პრობლემატურია შიდა ქართლის საკალმახე მეურნეობებისათვის, მათ შორის: საკალმახე მეურნეობაში გამოყენებული წყლის ვარგისიანობის განსაზღვრა - ქიმიური შემადგენლობა და დაბინძურების ხარისხი;  საკალმახე მეურნეობის განლაგება რელიეფის მიხედვით, აუზების ტიპები და ტექნიკური აღჭურვილობა, წყალმომარაგებისა და წყალგამშვები სისტემები, სრულსისტემიანი და არასრულსისტემიანი მეურნეობები და მათი უპირატესობები; სხვადასხვა სტადიაში მყოფი თევზის გამოზრდის ტექნოლოგიები: ლიფსიტის, მოზარდებისა და სადედე ჯოგის გამოზრდა - მათი ბონიტირება სადედე ჯოგის ჩამოყალიბებისთვის; ძირითადი დაავადებები: ვირუსული, ბაქტერიული, პარაზიტული, სოკოვანი და ალიმენტარული; დაავადებებთან ბრძოლის მეთოდები: მკურნალობა პრეპარატების მეშვეობით, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და  პრევენცია; თევზის საკვები, მისი ხარისხი, გრანულის ზომები და შეფარდება თევზის ზომებთან. 

ტრენინგში მონაწილეობა შიდა ქართლის საკალმახე მეურნეობის 17-მა წარმომადგენელმა მიიღო.

ტრენინგს უძღვებოდა დარგის ექსპერტი დავით ბაგრატიონი.

ტრენინგი ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ - მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.

27.06.2018

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი