სიახლეები

პალატაში ევროპის მეწარმეთა ქსელის შესახებ იმსჯელეს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ევროპის მეწარმეთა ქსელთან (EEN) დაკავშირებულ  ტექნიკურ საკითხებზე იმსჯელეს. სამუშაო  შეხვედრის მიზანი იმ შეფერხებებისა და დაბრკოლებების დაძლევაზე მსჯელობა იყო, რის გამოც ხშირად მსურველები საქართველოდან  საერთაშორისო პლატფორმაზე საკუთარი შეთავაზებების განთავსებას ვერ ახერხებენ. ასევე, მხარეებმა მიმოიხილეს ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ბიზნეს-სუბიექტების ხელშესაწყობად EEN-ის მიმართულებით გადადგა. ერთ-ერთი ასეთი  ნაბიჯია აპლიკაციის შევსების სერვისის წარმოება პალატაში, რომლის მიხედვითაც მოხდა რთული აპლიკაციის მარტივი ტერმინოლოგიით  ქართულ ენაზე ადაპტაცია, რაც ევროპის მეწარმეთა ქსელში შეთავაზების განთავსების მსურველთათვის პროცედურებს ამარტივებს. პალატამ ქსელის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით რეგიონებში, ადგილობრივ ბიზნეს-სუბიექტებთან საინფორმაციო შეხვედრებიც გამართა. 

დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა პალატის გარდა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს წარმომადგენლებმა მიიღეს. ეს სამი უწყება გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე  ევროპის მეწარმეთა ქსელთან ერთობლივად თანამშრომლობენ. მემორანდუმის მიზანი, ევროპის მეწარმეთა ქსელის გამოყენებით  ქართული პროდუქციის ექსპორტზე გატანის  ხელშეწყობა, ინვესტიციების მოზიდვა, საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება და სავაჭრო მისიების/ფორუმების ინიცირება/ორგანიზებაში მონაწილეობა იყო. თანამშრომლობის ფარგლებშოი ეტაპობრივად ტარდება ბიზნეს-ფორუმები და სხვადასხვა სახის შეხვედრები. 

ევროპის მეწარმეთა ქსელი 600-ზე მეტი ორგანიზაციის დახმარებით 67 ქვეყანაში ოპერირებს. მასში ჩართულ კომპანიას საშუალება ეძლევა, გაავრცელოს და მიიღოს ბიზნესწინადადებები და საპარტნიორო შეთავაზებები პლატფორმაში გაწევრიანებული ათასობით უცხოური კომპანიისგან.

2.07.2018

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი