სიახლეები

პალატა გერმანელ პარტნიორებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან საპარტნიორო პროექტის გაგრძელების შესახებ მოლაპარაკებებს მართავს და ძირითად მიმართულებებს განიხილავს. მხარეებმა  დუალური პროფესიული განათლების  მოქნილი საგამოცდო სისტემის დანერგვის მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე გამართეს მოლაპარაკებები.  შესაბამისი შეხვედრები საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის,  ნინო ჩიქოვანის,  პალატის გენერალური დირექტორის მოადგილის,   გრიგოლ ბაიბურთისა  და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორის,  გიორგი ვეკუას სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა. 

„ვიზიტის  მთავარი მიზანი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო პალატას შორის საპარტნიორო პროექტის დეტალების შეთახმება იყო. პროექტი უკვე 3 წელია   ხორციელდება.  ვიზიტის ფარგლებში განვიხილეთ სამომავლო პრიორიტეტები. გამოიკვეთა   3 ძირითადი მიმართულება:  პალატის რეგიონული განვითარება და ამ გზით რეგიონული მცირე და საშუალო  მეწარმეების ხელშეწყობა და პროფესიული განათლების სისტემის განვითარების პროცესში ჩართულობა და სერვისების დახვეწა.“- აცხადებს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი. 

ვიზიტის ფარგლებში  პალატის მენეჯმენტის წარმომადგენლებმა შეხვედრები  გამართეს IHK აკადემიაში და ხელოსანთა პალატაში. ასევე, ერთ-ერთ კომპანიაში ადგილზე გაეცნენ დუალური პროფესიული გადამზადების პროცესს. 

შეგახსენებთ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა სახელმწიფო უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის პროცესში. პალატა მუშაობს  სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის  დახვეწაზე. 

30.07.2018

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი