სიახლეები

პალატის მხარდაჭერით, საჯარო-კერძო სექტორებს შორის მედიაციაზე ტრენინგი იმართება

სახელმწიფო  სტრუქტურების წარმომადგნლებისთვის  საჯარო და კერძო სექტორს შორის მედიაციის საკითხებზე ტრენინგი იმართება, რომელსაც   გერმანელი ექსპერტი  მაიკლ გროსი უძღვება. ექსპერტი თბილისში  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საპარტნიორო პროექტის მხარდაჭერით ჩამოვიდა. ტრენინგი საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ოფისში იმართება. 

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ბიზნესომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლების გარდა, ტრენინგს ესწრებიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული  დავების საბჭოს, შემოსავლების სამსახურის, კონკურენციის სააგენტოს, თბილისის მერიის სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის“, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები. ტრენინგი ორ დღიანია და მისი დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცემათ.

ექსპერტ მაიკლს გროსს აქვს  გამოცდილება   საჯარო და კერძო სექტორის შორის  მედიაციისა და ბიზნეს დავების ეფექტიანი გადაწყვეტის განხრით. მას  მონაწილეობა აქვს  მიღებული 15 ათასამდე სალიცენზიო შეთანხმების გაფორმების პროცესში. მათ შორის, ის  არის გერმანიასა და ჩინეთს შორის სამოდელო სალიცენზიო შეთანხმების თანაავტორი, ასევე,   გერმანელ არბიტრთა გაერთიანების წევრი და  გერმანელ ადვოკატთა ასოციაციის გენერალური საბჭოს წევრი,  სასამართლოების, ევროკომისიისა & კერძო მხარეების მიერ დანიშნული  ექსპერტი.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან საპარტნიორო პროექტს უკვე 3 წელია ახორციელებს. პროექტის  ფარგლებში,   სხვა აქტივობებთან ერთად,  საჯარო და კერძო სექტორებს შორის აქტიური კომუნიკაციის დამყარების  მიზნით უკვე განხორციელდა რიგი ღონისძიებები. 

30.07.2018

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი