სიახლეები

ინდური ფარმაცევტური კომპანია ეძებს პარტნიორს საქართველოში

ინდური ფარმაცევტული კომპანია  „Paksons Pharmaceuticals Pvt. LTD“  დაინტერესებულია ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობით. კომპანია დაარსდა 1998 წელს  და აწარმოებს მედიკამენტებს ოტოლარინგოლოგიური და ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის. ასევე, სხვადასხვა ინექციებს.  

კომპანიის მუშაობს  მაღალი სტანდარტების მედიკამენტების ფორმულირებაზე  და წარმოებაზე, რომელთა რეალიზაციასაც სხვა მსგავსი ტიპის მედიკამენტებთან  შედარებით ხელმისაწვდომ ფასად ახდენს.

„Paksons Pharmaceuticals Pvt. LTD ფლობს GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკა) და GLP (კარგი ლაბორატორიული პრაქტიკა) სერტიფიკატებს. 

კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: www.paksonspharma.com

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით:
საკონტაქტო პირი: სოფო ზარიძე
ელ-ფოსტა: s.zaridze@gcci.ge 
ტელეფონი: +995591251911

31.07.2018

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი