სიახლეები

საქართველო-ჩეხეთის მთავრობათშორისო ეკონომიკური კომისია

საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში თბილისში  საქართველო-ჩეხეთის რიგით მეოთხე მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი მონაწილეობდა. კომისიას  საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ, ხოლო ჩეხეთის მხრიდან მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ ვლადიმირ ბარტლიმ უხელმძღვანელეს. 

სხდომაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ტურიზმი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ვაჭრობა და  ინვესტიციები. ასევე, მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებზე. 

კომისიის სხდომის მიმდინარეობისას ორივე მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თბილი და მეგობრული ურთიერთობები მყარ საფუძველს ჰქმნის ხარისხობრივად ახალ დონეზე განვითარდეს ეკონომიკური კავშირები. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, გაგრძელდეს ურთიერთსასარგებლო პარტნიორობა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაღრმავება/დივერსიფიცირებას, ასევე ინვესტიციებისა და ვაჭრობის სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა საქართველო-ჩეხეთის მთავრობათშორისო ეკონომიკური კომისიის წევრია და შესაბამის სხდომებზე ბიზნეს-სექტორის ინტერესებს წარმოადგენს. 

13.09.2018

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი