სიახლეები

ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-9 სხდომა გაიმართა

2018 წლის 1 ოქტომბერს ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-9 სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობდა. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ინვესტორთა საბჭოს წევრია. რიგით მე-9 სხდომის მუშაობაში მონაწილეობა პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა მიიღო. სხდომაზე კომერციული პალატების შექმნის საკითხზე და გადახდისუუნარობის რეფორმაზე, ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეების დროებით დასაქმებასა და სხვა საკითხებზე იმსჯელეს. 

ხაზი გაესვა სასამართლო რეფორმის, კერძოდ, კომერციული პალატების საქმიანობის მნიშვნელობას, რაც კომერციული დავების გადაწყვეტის პროცესის მოქნილობისა და ეფექტურობის გაზრდას შეუწყობს ხელს.  კანონპროექტის საზოგადოებრივი განხილვის ნაწილში ინვესტორთა საბჭო აქტიურად ჩაერთვება.

საბჭოს სხდომაზე ასევე ყურადღება დაეთმო გადახდისუუნარობის რეფორმასთან დაკავშირებულ კონსულტაციებს, რომელიც დასასრულს უახლოვდება და აღინიშნა, რომ საბოლოო დოკუმენტი პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება. 

ინვესტორთა საბჭოს წევრებმა ასევე განიხილეს ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეების დროებითი დასაქმების საკითხი. გარდა ამისა, იმსჯელეს ორგანულ კანონზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ. როგორც სხდომაზე აღინიშნა, სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობაზე კანონპროექტით გათვალისწინებულ აკრძალვაზე გამონაკლისების დაშვების კრიტერიუმები პოტენციური ინვესტორებისთვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი.

1.10.2018

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი