სიახლეები

პალატის პრეზიდენტი განის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა განის რესპუბლიკის არარეზიდენტ ელჩს სალმა ფრანჩეს უმასპინძლა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობის პერსპექტივები განიხილეს. 

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა  დიპლომატს ერთობლივი სექტორული ბიზნეს-ფორუმებისა და სავაჭრო მისიების ორგანიზება შესთავაზა. საუბარი შეეხო საქართველოსა და  განის რესპუბლიკის სავაჭრო პალატებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებსაც. 

განის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებმა განსაკუთრებული ინტერესი საქართველოდან ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების იმპორტის მიმართ გამოხატეს. 

განის რესპუბლიკის არარეზიდენტი ელჩი საქართველოში, პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელის გადასაცემად ჩამოვიდა. 

5.11.2018

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი