სიახლეები

თბილისში ესტონეთი-საქართველოს ბიზნეს-კონფერენცია გაიმართა

თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა ბიზნეს-კონფერენცია:  „ესტონეთი-ინოვაციური პლატფორმა საერთაშორისო ბიზნესისთვის“. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ესტონეთის საელჩო საქართველოში, საააგენტო - „აწარმოე ესტონეთში“  და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭო. ღონისძიების მიზანი ქართული კომპანიებისთვის ესტონეთის საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა იყო.  ბიზნეს - კონფერენცია  ძირითადად დაეთმო ინდუსტრიული მრეწველობის, IT ტექნოლოგიებისა და ლოჯისტიკის სფეროში ესტონეთის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.  

ღონისძიება  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა  გიორგი კაჭარავამ გახსნეს. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა  პრეზენტაციები ესტონეთის სტარტაპ ეკო-სისტემის, საერთაშორისო ბიზნესის პერსპექტივებისა და ორი ქვეყნის ბიზნეს გარემოების ერთგვაროვნების შესახებ. 

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ესტონურ მხარესთან აქტიურად თანამშრომლობს. ბოლო 2 წლის განმავლობაში,  ესტონურ მხარესთან თანამშრომლობით თბილისში  2, ტალინში კი  1  ბიზნეს-ფორუმი გაიმართა. ბოლო ასეთი ღონისძიება საქართველოში ესტონეთის პრეზიდენტის, კერსტი კელულაიდის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში შედგა. 

2018 წლის 9 თვის მონაცემების შესაბამისად, საქართველოსა და ესტონეთს შორის სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა 33%-ით და განისაზღვრა 9,73 მლნ. აშშ დოლარით. ექსპორტი გაიზარდა 169%-ით და 5,96 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

6.11.2018

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი