სიახლეები

დუალურად მზარეულის პროფესიის დაუფლების მსურველ პროფესიულ სტუდენტთა შუალედური შეფასება

2018 წლის 5-6 ნოემბერს საქართველოში პირველად  ჩატარდა დუალური მიდგომით მზარეულის პროფესიის დაუფლების მსურველ სტუდენტთა შუალედური შეფასება. 

პრაქტიკული გამოცდა ჩატარდა ქობულეთში „ჯორჯია პალას ჰოტელის“ რესტორანში, ხოლო თბილისის შემთხვევაში კი კოლეჯის „მერმისი“ სამზარეულოს ბაზაზე. მათ სწავლის პროცესში მიღებული სამუშაო გამოცდილების შესაბამისად უნდა შეესრულებინათ  დავალებით განსაზღვრული ყველა სამუშაო/ოპერაცია და  ყურადღება მიექციათ შრომის უსაფრთხოების ინსტრუქციებისთვის. გამოცდის დროს მომზადებული საკვები დაურიგდათ სოციალურად დაუცველ ოჯახებს.  შემფასებელი კომისიის წევრი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ ბაიბურთია. 

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „სასტუმრო, რესტორანი და კვება“ დუალური მიდგომით 2017 წლის შემოდგომიდან ხორციელდება სსიპ  საზოგადოებრივ კოლეჯში „მერმისი“, თბილისში, ქობულეთის „ახალ ტალღასა“  და ბათუმის პროფესიულ კოლეჯში „ბლექსი“. პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობს ტურიზმის სფეროში ლიდერი 19 კომპანია. პროგრამა ორიდან სამ წლამდე გრძელდება და სწავლის შედეგების დაახლოებით 60% მიიღწევა საწარმოებში. პროფესიული პროგრამა მოიცავს სარესტორნო საქმის, მზარეულის, სასტუმროს საქმისა და კონდიტერის სასწავლო მოდულებს. სწავლება უფასოა და მას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. სტუდენტები დასაქმებულნი არიან და უფრო მოტივირებულებიც, რადგან ისინი კომპანიებში მუშაობისას ანაზღაურებას იღებენ. დაფინანსების მოსაპოვებლად მონაწილემ პროფესიული უნარებისა და საგნის ტესტების მაქსიმალური ჯამური ქულის 25%-ზე მეტი უნდა დააგროვოს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პროფესიული განათლების სისტემისათვის ახალი საგამოცდო მოდელი მოამზადა, რომელიც კონკრეტული სახელობო პროფესიის დაუფლებისათვის მნიშვნელოვანი მინიმალური (საბაზო) ცოდნისა და სპეციფიკური უნარების შეფასებას ითვალისწინებს.

6.11.2018 

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი