სიახლეები

პალატის პრეზიდენტი ზამბიის რესპუბლიკის არარეზიდენტ ელჩს შეხვდა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ზამბიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, თურქეთში, მაკედონიაში, აზერბაიჯანსა და იორდანიაში, ჯოზეფ ჩილენგის უმასპინძლა. 

მხარეებმა ორი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი განიხილეს. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ვეკუამ ზამბიის ელჩს პალატის მომსახურებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ასევე ქართული მხრიდან შეთავაზებულ იქნა სექტორული ბიზნეს-ფორუმებისა და სავაჭრო მისიების ორგანიზება, რომელიც ქვეყნებსს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს. 

საქართველოს  სავაჭრო-სამრეწველო პალატას  2016 წელს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ზამბიის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან. დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებმა  პალატებს შორის არსებული ურთიერთობის გაღრმავებაზე  გაამახვილეს ყურადღება და ამ კუთხით საელჩოს განსაკუთრებულ როლს გაუსვეს ხაზი. 

საქართველოში სხვა არარეზიდენტ ელჩებთან ერთად, პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიალზე ჩამოვიდა.

ზამბიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, თურქეთში, მაკედონიაში, აზერბაიჯანსა და იორდანიაში, ჯოზეფ ჩილენგი საქართველოში სხვა არარეზიდენტ ელჩებთან ერთად პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიალზე ჩამოვიდა. 

7.11.2018

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი