სიახლეები

DCFTA საინფორმაციო ცენტრი - ტრენინგი ჩოხატაურში

მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, ქ. ჩოხატაურში გაიმართა ტრეინინგი: „სამრეწველო საფუტკრე მეურნეობის მოწყობა“. ღონისძიებაზე განხილულ იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ფუტკრის დაავადებების პრევენცია და მკურნალობის მეთოდები, ვეტერინარულ-სანიტარული და ჰიგიენური ღონისძიებები საფუტკრეებში, ფუტკრის მოვლის სეზონური სამუშაოები საფუტკრე მეურნეობაში, მოთხოვნები ნატურალური თაფლის წარმოებაზე.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 15 მცირე და საშუალო მეწარმემ მეფუტკრეობის სექტორიდან. 

ღონისძიება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ - მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.
ტრენინგს უძღვებოდა ედუარდ მელია - ასოციაცია „დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა ალიანსის“  თავმჯდომარე. 

15.11.2018

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი