სიახლეები

DCFTA საინფორმაციო ცენტრი - ტრენინგი მეფუტკრეებისთვის გორში

2018 წლის 22 ნოემბერს ქ. გორში  გაიმართა ტრენინგი თემაზე: “ფუტკრის რძის და სამამლე ჰომოგენატის წარმოება, დედა ფუტკრის გამოყვანა“.

ღონისძიებაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: ფუტკრის რძის და სამამლე ჰომოგენატის წარმოება, დედა ფუტკრის გამოყვანა, ფუტკრის დაავადებებთან ბრძოლის მეთოდები და პრეპარატები. ასევე საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილება მეფუტრეობის სფეროში. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო თვრამეტმა ადგილობრივმა მეწარმემ.

ღონისძიება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“- მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.

ტრენინგს უძღვებოდა ვლადიმერ ვარდოსანიძე - პროფესიონალი მეფუტკრე, „პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის“ წევრი,  მეფუტკრეთა მსოფლიო კონგრესების მონაწილე, „სამრეწველო მეფუტკრეობის სასწავლო პროექტის“ მონაწილე.

22.11.2018

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი