სიახლეები

DCFTA საინფორმაციო ცენტრი - ტრენინგი მეწარმეებისთვის ჩხოროწყუში

მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, ჩხოროწყუში გაიმართა ტრეინინგი თემაზე: „სამრეწველო საფუტკრე მეურნეობის მოწყობა“. ღონისძიებაზე განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ფუტკრის დაავადებების პრევენცია და მკურნალობის მეთოდები, ვეტერინარულ-სანიტარული და ჰიგიენური ღონისძიებები საფუტკრეებში, ფუტკრის მოვლის სეზონური სამუშაოები საფუტკრე მეურნეობაში, მოთხოვნები ნატურალური თაფლის წარმოებაზე.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა 19 მეწარმემ მეფუტკრეობის სექტორიდან. 

ღონისძიება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ - მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.
ტრენინგს უძღვებოდა ედუარდ მელია - ასოციაცია „დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა ალიანსის“  თავმჯდომარე. 

26.11.2018

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი