სიახლეები

DCFTA საინფორმაციო ცენტრი - ტრენინგი მეწარმეებისთვის გორში

2018 წლის 29 ნოემბერს, გორში, გაიმართა ტრენინგი თემაზე: „ევროდირექტივა მომხმარებლებისთვის სურსათთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების შესახებ“.

ღონისძიებაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ევროდირექტივა მომხმარებლებისთვის სურსათთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების შესახებ  და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე „ტექნიკური რეგლამენტის - მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №301 დადგენილება. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო ოცდაორმა ადგილობრივმა მეწარმემ.

ღონისძიება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ - მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.
ტრენინგს უძღვებოდა კახა სოხაძე - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ხარისხის მართვისა და აღიარების სამმართველოს უფროსი.

30.11.2018 

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი