სიახლეები

პალატა საქართველოსთვის „ერთი სარტყელი-ერთი გზის“ ეფექტურობის გაზრდის მიზნით გაეროს პროექტთან პარტნიორობას იწყებს

„ეროვნული პოლიტიკური შესაძლებლობების გაძლიერება „ერთი სარტყელი-ერთი გზის“  ერთობლივი მდგრადი მიზნების განვითარებისთვის“  - ამ სახელწოდების პროექტს  გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტი რამდენიმე ქვეყანასთან ერთად განახორციელებს, რომელთა შორისაც ერთ-ერთი საქართველოა.  სწორედ ამ საკითხზე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი პროექტის კოორდინატორს, გაეროს ეკონომიკური საკითხების ოფიცერს  ნამსუკ კიმს შეხვდა.  ნინო ჩიქოვანმა გაეროს წარმომადგენელს პალატის  ფუნქციები გააცნო და  აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატასთან თანამშრომლობაზე ესაუბრა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ქვეყანაში აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატის მთავარი პარტნიორია და ნინო ჩიქოვანი აღნიშნულ ორგანიზაციაში ვიცე-პრეზიდენტის სტატუსით არის წარმოდგენილი. შეხვედრისას მხარეებმა გაეროს მიერ ინიცირებულ პროექტში  პალატის ჩართულობის პერსპექტივები განიხილეს. 2019 წელს საქართველოში იგეგმება გაფართოებული პოლიტიკური დიალოგი, რომელშიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაც ჩაერთვება.

გაეროს მიერ ინიცირებული პროექტის მთავარი მიზანია  ჩინეთის მთავრობის  ინიციატის  „ერთი სარტყელი ერთი გზა“ სოციალურ-ეკონომიკური გავლენის შეფასება მასში ჩართულ ქვეყნებზე. ასევე, ჩინეთის მთავრობის ინიციატივიდან მაქსიმალური  სარგებლის მიღების მიზნით აღნიშნული ქვეყნების შესაძლებლობების გაძლიერება და რისკების მართვა.  გაეროს მიერ ინიცირებულ პროექტში საქართველო 2018 წლიდან ჩაერთო და იმ 8 ქვეყანას შორისაა, რომელსაც პროექტი „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივიდან მაქსიმალური სარგებლის მიღებაში შეუწყობს ხელს.  პროექტის კოორდინატორი საქართველოში შემფასებელი მისიით, დაინტერესებულ მხარეებთან შესახვედრად პირველად ჩამოვიდა. 

პროექტი „ეროვნული პოლიტიკური შესაძლებლობების გაძლიერება „ერთი სარტყელი-ერთი გზის“  ერთობლივი მდგრადი მიზნების განვითარებისთვის“ დამყარებულია კონკრეტული აქტივობების განხორციელებაზე. მისი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება დაინტერესებული მხარეების ჩართულობით  საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული თანამშრომლობების გაძლიერება იქნება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა  პოლიტიკის განმსაზღრელი პირებისა და ტექნიკური პერსონალის გადამზადებას, რათა მოხდეს თანმიმდევრული და ინტეგრირებული  მაკროეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი პოლიტიკის განვითარება. 

პროექტის გაეროს მშვიდობისა და განვითარების ნდობის ფონდის მიერ არის დაფინანსებული და 2030 წლის დღის წესრიგის ფარგლებში ხორციელდება. 

4.12.2018

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი