სიახლეები

DCFTA საინფორმაციო ცენტრი- ტრენინგი სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ბათუმში

2018 წლის 20 დეკემბერს, ბათუმში გაიმართა ტრენინგი თემაზე: „ევროდირექტივა სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“.

ღონისძიებაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: DCFTA  შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები, ევროდირექტივა სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა და მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებები. 
 

ტრენინგში მონაწილეობა ოცდაოთხმა (24)  ადგილობრივმა მეწარმემ მიიღო.

ღონისძიება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ - მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.
ტრენინგს უძღვებოდა გიორგი ჩიტაძე - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მომსახურებისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.

20.12.2018


ვალუტის კურსი

USD
2.8687
Eur
3.2178
GBP
3.5580
კონტაქტი