სიახლეები

რეგიონული SME-ის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა იმერეთის ბიზნეს-სექტორთან

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში არსებული რეგიონული მცირე და საშუალო ბიზნესის საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა ქუთაისში, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა. ჯგუფი მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (IHK) მხარდაჭრით შეიქმნა და მისი მიზანი რეგიონული მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემატიკის ანალიზი და  ამ სექტორის  ბიზნეს-სუბიექტების   საქმიანობის განვითარებისთვის საჭირო პრაქტიკული კონსულტაციების გაწევაა. ასევე, პალატის მომსახურებებისა  და სახელმწიფო  სერვისების შესახებ ცნობადობის ამაღლება რეგიონულ ბიზნესში. 

საპარტნიორო პროექტის ფარგლებში, რომელიც უკვე მე-4 წელია წარმატებით ხორციელდება, მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას რეგიონული მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და რეგიონებში პალატის მომსახურებების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიმართულებით უწყობს ხელს. დღეს ქალაქ ქუთაისში გამართულ შეხვედრას ადგილობრივი ბიზნესის 30-მდე წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი ხელმძღვანელობდა. 

აღნიშნულ შეხვედრაზე შედგა ასევე პალატის პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევის „პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის არსებული და სამომავლო გზების კვლევის ანგარიში“ წარდგენა. აღნიშნულ ანგარიშში ასახულია შესაბამისობის კვლევის შედეგები, რეგიონული ბიზნესის მიერ მოთხოვნად პროფესიებსა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამებს შორის. კვლევა საქართველოს 3 რეგიონში განხორციელდა, მათ შორის ერთ-ერთი სწორედ იმერეთი იყო. 

მომდევნო 2 დღის განმავლობაში აღნიშნული სამუშაო ჯგუფის ფორმატის შეხვედრები ოზურგეთსა და ბათუმშიც გაიმართება. 

25.12.2018

ვალუტის კურსი

USD
2.8687
Eur
3.2178
GBP
3.5580
კონტაქტი