სიახლეები

რეგიონული SME-ის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრები ბიზნეს-სექტორთან

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში არსებულმა  რეგიონული მცირე და საშუალო ბიზნესის საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა ოზურგეთსა და ზუგდიდში, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრები. ჯგუფი მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (IHK) მხარდაჭრით შეიქმნა და მისი მიზანი რეგიონული მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემატიკის ანალიზი და  ამ სექტორის  ბიზნეს-სუბიექტების   საქმიანობის განვითარებისთვის საჭირო პრაქტიკული კონსულტაციების გაწევაა. ასევე, პალატის მომსახურებებისა  და სახელმწიფო  სერვისების შესახებ ცნობადობის ამაღლება რეგიონულ ბიზნესში. 

საპარტნიორო პროექტის ფარგლებში, რომელიც უკვე მე-4 წელია წარმატებით ხორციელდება, მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას რეგიონული მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და რეგიონებში პალატის მომსახურებების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიმართულებით უწყობს ხელს. ოზურგეთსა და ზუგდიდში  გამართულ შეხვედრებს  ადგილობრივი ბიზნესის 30-მდე წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრებს  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი ხელმძღვანელობდა. 

რეგიონული შეხვედრების ციკლის ფარგლებში ბოლო შეხვედრა აჭარაში გაიმართება. 

27.12.2018 

ვალუტის კურსი

USD
2.8687
Eur
3.2178
GBP
3.5580
კონტაქტი