სიახლეები

15 ქართული კომპანიის პროდუქტი ჩინეთში გაიყიდება

სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ჩინეთში მისი წარმომადგენლობის ორგანიზებით,   გაიმართა შეხვედრა კომპანიებთან, რომლებიც სულ მალე საკუთარ პროდუქციას ჩინეთში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სპეციალური წარმომადგენლობის მხარდაჭერით გახსნილ „ერთი სარტყელი-ერთი გზის   საქართველოს ბიზნეს-სახლში“ გასაყიდად განათავსებენ.  აღნიშნული მიზნით, 2019 წლის იანვარში, 15 ქართული  კომპანიის პროდუქცია  კონტეინერით გავა ბათუმის პორტიდან ჩინეთის მიმართულებით. ეს კომპანიები არიან: ქართული ნაციონალური პროდუქტი, კახური ტრადიციული მეღვინეობა,  "ნენა", ნუგბარი, ქარელის ხილი, მინერალური წყალი, ქართული ზეთისხილის ზეთი, თაფლის ჭაჭა, შპს დეზი, ზეარისი, ქართული ლეგენდა "რირავო", ქართული ლიმონათი, მილადა ინტერნეიშენალი - ღვინის მწარმოებელი, საფერავის ჩაი - საამო და სხვა. აღნიშნული პროექტი უპრეცედენტოა იმ თვალსაზრისით, რომ ჩინეთის ბაზარზე ქართული პროდუქცია თავისი  მრავალფეროვანი ასორტიმენტით პირველად წარდგება.

თბილისში გამართულ  შეხვედრას  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი   ნინო ჩიქოვანი ხელმძღვანელობდა.  ღონისძიებას  პალატის საბჭოს წევრი ბიზნეს-ასოციაციებიც დაესწრნენ. შეხვედრის პარალელურად გაიმართა აღნიშნული 15 კომპანიის პროდუქციის გამოფენა. 

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სპეციალური წარმომადგენლობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ გუანჯოუში 2017 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს და მისი მიზანი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობაა. წარმომადგენლობა ქართველ მეწარმეებს ჩინური ბაზრის შესახებ კონსულტაციებს უწევს და ადგილობრივ ბიზნესთან საქმიანი კომუნიკაციის დამყარებაში ეხმარება. ოფისს  ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სპეციალური წარმომადგენელი ბექა მიქაბერიძე ხელმძღვანელობს. 

28.12.2018

ვალუტის კურსი

USD
2.6892
Eur
3.0453
GBP
3.5581
კონტაქტი