სიახლეები

DCFTA საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გორში მეფუტკრეობაში ტრენინგი გაიმართა

2019 წლის 10 თებერვალს ქ. ქუთაისში, მისამართი: იმერეთის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატა, რუსთაველის გამზ. 124, გაიმართა ტრენინგი თემაზე:  მეფუტკრეობა და მეცნიერება.
ღონისძიებაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: სამკურნალო პრეპარატების ურთიერთქმედება და მათი გავლენა ფუტკრის ოჯახზე, საფუტკრეში გატარებული თერაპიული ღონისძიებებისა და პესტიციდებით მცენარეთა დაცვისას წარმოქნილი რისკები; მეთაფლე ფუტკრის მიკრობულ დაავადებათა კონტროლი, რა ცოდნას ეფუძნება თანამედროვე ევროპული მიდგომა; ქართული მეფუტკრეობის აწმმყო და მომავალი;
ტრენინგში მონაწილეობა 140-ამდე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელმა მიიღო.
ღონისძიება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში “- მხარდაჭერით გაიმართა,  რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.
ტრენინგს უძღვებოდა ირაკლი ჯანაშია - ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ენტომოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში.

10.02.2019

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი