სიახლეები

DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრმა ზუგდიდში მეწარმეებისთვის ტრენინგი გამართა


მიმდინარე წლის 18 თებერვალს, ქ. ზუგდიდში გაიმართა ტრეინგი: „ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურა (სტანდარტიზაცია, მეტროლოგია, შესაბამისობის შეფასება) - ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში (TBT)“. ღონისძიებაზე განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურა და ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში (TBT) ევროპული პრაქტიკა, DCFTA და TBT,  საქართველოში არსებული ხარისხის ინფრასტრუქტურა (სტანდარტიზაცია, მეტროლოგია, აკრედიტაცია, შესაბამისობის შეფასება), ინსტიტუციები, კანონმდებლობა, TBT პრაქტიკული მაგალითები და ლინკები.

ტრენინგში მონაწილება მიიღო, 16-მა ადგილობრივმა მცირე და საშუალო ზომის მეწარმემ.
ღონისძიება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“  მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.

ტრენინგს უძღვებოდა ნინო მიქანაძე - მეტროლოგიის ინსტიტუტის დირექტორი.
18/02/2019

ვალუტის კურსი

USD
2.6821
Eur
3.0327
GBP
3.5254
კონტაქტი