სიახლეები

DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრმა მეტროლოგიის საკითხებზე გორში ტრენინგი გამართა

2019 წლის 21 თებერვალს გორში, მისამართი:  სასტუმრო „Lucky’’ სუხიშვილის ქ. N 35, გაიმართა სემინარი სტანდარტებისა და მეტროლოგიის შესახებ. 

ღონისძიებაზე განხილულ იქნა სტანდარტების როლი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის განვითარების უზრუნველყოფის პროცესში, ასევე მეტროლოგია და სტანდარტიზაცია სოფლის მეურნეობაში. 
 
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენელები,  ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,  სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგნელები, ბრიტანეთის სტანდარტების ინსტიტუტისა და დანიის მეტროლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო ექსპერტები სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის დარგში.

ღონისძიება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“  მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.

21/02/2019

ვალუტის კურსი

USD
2.6821
Eur
3.0327
GBP
3.5254
კონტაქტი