სიახლეები

,,მეწარმე ქალთა ეროვნული ბიზნეს ფორუმი“ 8 მარტს, ბათუმში გაიმართება


გაცნობებთ, რომ 2019 წლის 8 მარტს, 10 საათზე, ქ. ბათუმში, სასტუმრო ჰილტონში (რუსთაველის 40) გაიმართება „მეწარმე ქალთა ეროვნული ბიზნეს ფორუმი.“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა იწვევს ყველა დაინტერესებულ მეწარმე ქალბატონს, დაესწროს აღნიშნულ ფორუმს.

 ფორუმის მთავარი თემა იქნება ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის შესაძლებლობები. ღონისძიების ფარგლებში, ქალ მეწარმეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები წამყვანი ფინანსური და დონორი ორგანიზაციების მიერ. ესენია: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ფონდი ,,შპარკასე საქართველო". ტრენინგების მიზანია, ქალ მეწარმეთა უნარების განვითარება და ცნობიერების ამაღლება ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ბრენდინგი, ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობები, ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა. 

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია, მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აკადემია, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს წარმომადგენლობა.

ქალ მეწარმეთა ბიზნეს-ფორუმი ბათუმში უკვე მესამედ ტარდება და მას საფუძველი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და მერსი ქორფსის ,,კავკასიის ალიანსების პროგრამის" ფასილიტაციით ჩაეყარა.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: 

https://bit.ly/2EpFanV    ტრანსპორტირებისა და განთავსების ხარჯებს უზრუნველყოფს თავად მონაწილე. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე 264 19 15

        

        1/03/2019

ვალუტის კურსი

USD
2.6821
Eur
3.0327
GBP
3.5254
კონტაქტი