სიახლეები

DCFTA საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ზუგდიდში შრომის უსაფრთხოების შესახებ ტრენინგი გაიმართა

2019 წლის 4 აპრილს, ქ.ზუგდიდში, გაიმართა ტრენინგი თემაზე  “ევროდირექტივები შრომის უსაფრთოების შესახებ და  საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოში“.

ღონისძიებაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: საქართველოს კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ; დირექტივა 89/656/EEC სამუშაო ადგილზე მუშაკთა მიერ პერსონალური დამცავი აღჭურვილობის გამოყენებისთვის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების შესახებ. დირექტივა 2009/104 / EC სამუშაო ადგილებზე სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისათვის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების შესახებ; დირექტივა 89/654/EEC სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების შესახებ. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 23-მა ადგილობრივმა მცირე და საშუალო ზომის მეწარმემ. 

ღონისძიება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.

ტრენინგს უძღვებოდნენ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორები, ქეთევან დარცმელია და მაია მიქაია. 

5/04/2019

ვალუტის კურსი

USD
2.7468
Eur
3.0943
GBP
3.4753
კონტაქტი