სიახლეები

DCFTA საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით სურსათის უვნებლობის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების თემაზე ტრენინგი გაიმართა

2019 წლის 5 აპრილს,  ქ. ქუთაისში,  გაიმართა ტრენინგი თემაზე: „ტექნიკური რეგლამენტები სურსათის უვნებლობის სფეროში“.

ღონისძიებაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: DCFTA და სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ სფეროში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები, საქართველოს მთავრობის დადგენილება N585 „საკვებდანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ და საქართველოს მთავრობის №508 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტი - ვიტამინების, მინერალების და ზოგიერთი სხვა ნივთიერების სურსათში დამატების შესახებ“. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო სურსათვის წარმოების სფეროში მომუშავე 17-მა  ადგილობრივმა მეწარმემ.

ღონისძიება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“  მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.

ტრენინგს უძღვებოდა დარგის ექსპერტი - ქეთევან ლაფერაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, DCFTA ფარგლებში სურსათის უვნებლობის სფეროში საკანონმდებლო მიახლოების პროგრამის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი.

05/04/2019

ვალუტის კურსი

USD
2.9232
Eur
3.2395
GBP
3.5561
კონტაქტი