სიახლეები

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით, საქართველო -ავსტრიის ბიზნეს ფორუმი გაიმართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით, დღეს საქართველო-ავსტრიის ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ღონისძიება, პალატის პრეზიდენტრმა ნინო ჩიქოვანმა და ავსტრიის კონსულმა  სავაჭრო საკითხებში თურქეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში გეორგ კარაბაჯეკმა გახსნეს. 

როგორც სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა აღნიშნა, ასეთი  ფორუმებს, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოსა და ავსტრიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოვებაში და იმედი გამოთქვა, რომ მონაწილე კომპანიები ერთმანეთთან გრძელვადიანი თანამშრომლობის პრესპექტივებს დასახავენ . ,,მოხარულები ვართ, რომ ავსტრიული კომპანიების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება მაღალია. ფორუმზე წარმოდგენილნი არიან კომპანიები ისეთი მნიშვნელოვანი სფეროებიდან, როგორიცაა ენერგეტიკა, მანქანათმშენებლობა, ლოგისტიკა, ტექსტილი, სამთო ტურიზმი და სხვა. დღეისათვის, საქართველოსა და ავსტრიას შორის პარტნიორობა აქტიურად ვითარდება, რასაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების სტატისტიკაც ადასტურებს. მაგალითისათვის, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, სავაჭრო ბრუნვა 79%-ითაა გაზრდილი და მან 123 მილიონ დოლარს მიაღწია.“-განაცხადა ჩიქოვანმა. 

ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ავსტრიულ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა, სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენელმა, ასევე პრეზენტაციები წარმოადგინეს ფორუმის მონაწილე ქართულმა და ავსტრიულმა კომპანიებმა.
დღევანდელ ბიზნეს-ფორუმს, 13 ავსტრული და 70-მდე ქართული კომპანია ესწრებოდა, გაიმართა ორმხრივი შეხვედრებიც.  

13/05/2019

ვალუტის კურსი

USD
2.9232
Eur
3.2395
GBP
3.5561
კონტაქტი