სიახლეები

ბიზნეს დავების მოგვარებაში მედიაციისა და არბიტრაჟის როლზე, რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრები იმართება

ბიზნეს დავების მოგვარების პროცესში, მედიაციისა და არბიტრაჟის როლზე, რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს. ღონისძიება, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ბიზნესომბუდსმენის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით იმართება. 

პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ადგილობრივ მეწარმეებთან, დღეს ქუთაისში გაიმართა. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის წარმომადგენელმა დავით ედილაშვილმა, მეწარმეებს, მედიაციისა და არბიტრაჟის, როგორც ბიზნეს დავების გადაწყვეტის ალტერნატიული და ეფექტური მექანიზმის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ბიზნესომბუდსმენის აპარატის როლს, ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის მედიაციის მიმართულებით. 

მეწარმეებთან საინფორმაციო შეხვედრები ფოთში, ახალციხესა და თელავში იგეგმება.

13/05/2019

ვალუტის კურსი

USD
2.9232
Eur
3.2395
GBP
3.5561
კონტაქტი