სიახლეები

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალურმა დირექტორმა გრიგოლ ბაიბურთმა, კერძო კოლეჯების ასოციაციის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალურმა დირექტორმა გრიგოლ ბაიბურთმა, ,,საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის“ მეხუთე ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ასოციაციამ, ღონისძიების ფარგლებში, 2017-18 წლებში ჩატარებული სამუშაოს ანგარიში წარმოადგინა.

როგორც პალატის გენერალურმა დირექტორმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ასოციაციამ, 5 წლიანი მუშაობის პერიოდში პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით, მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია. მისი თქმით, დღეისათვის ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევა, კვალიფიციური კადრების ნაკლებობა და ამ საკითხის გადასაწყვეტად, პროფესიული სასწავლებლების როლი მნიშვნელოვანია. ,,საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესთან და კვალიფიციური კადრების ნაკლებობაზე ისინი ღიად საუბრობრობენ, განსაკუთრებით რეგიონებში. პალატა უზრუნველყოფს ბიზნეს-სექტორის ჩართულობას პროფესიული განათლების განვითარების კუთხით და აღსანიშნავია, რომ მათი აქტიურობა ამ მიმართულებით  გაზრდილია“-განაცხადა გრიგოლ ბაიბურთმა. 

,,საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის“ ფორუმს განათლების სამინისტროს, პარლამენტის, დამსაქმებელთა ასოციაციისა და პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
14/05/2019

ვალუტის კურსი

USD
2.7802
Eur
3.1102
GBP
3.5275
კონტაქტი