სიახლეები

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC) ბიზნესომბუდსმენთან ერთად რეგიონულ შეხვედრებს მართავს

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC)  უფროსმა  იურისტმა, დავით ედილაშვილმა, ბიზნესომბუდსმენთან ერთად, რეგიონული შეხვედრების ფარგლებში, ბიზნესს არბიტრაჟის უპირატესობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ესაუბრა მედიაციის შესახებ კანონპროექტზე, რომელიც ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში.  ღონისძიებები ქუთაისსა და ფოთში გაიმართა. დავით ედილაშვილმა მიმოიხილა არბიტრაჟისა და მედიაციის უპირატესობები, სადაც ხაზი გაუსვა სასამართლოს გადატვირთულობას და ალტერნატიული გზების უპირატესობებს დროის სიმცირისა და პროცესის მოქნილობის თვალსაზრისით. აღნიშნული შეხვედრების მთავარი მიზანი, საქართველოში არბიტრაჟისა და მედიაციის  შესახებ ცნობადობის ამაღლებაა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ მიმართულებების  განვითარებას ქვეყანაში. 

“როგორც იცით  ზოგადად ქვეყნის და ასევე ჩვენი, როგორც საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის მთავარი მიზანია საქართველო ვაქციოთ არბიტრაჟის მიმართულებით რეგიონულ  ჰაბად. ამისთვის საჭიროა  პირველ რიგში ადგილობრივი ბიზნესი ენდობოდეს არბიტრაჟის ინსტიტუტს და განიხილავდეს მას, როგორც სანდო და კომფორტულ გზას დავების გადაწყვეტისთვის. ასევე, პარლამენტში ინიციარებულია კანონპროექტი მედიაციის შესახებ და მნიშვნელოვანია ბიზნეს-სექტორი საქმის კურსში იყოს, თუ რას მოიცავს ეს საკანონმდებლო ინიციატივა. ასეთი შეხვედრების  მთავარი იდეაც სწორედ ის არის, რომ  მეწარმეების ყველა კითხვას, საკითხთან დაკავშირებით, სრულყოფილი და ამომწურავი პასუხი გაეცეს და გავაგებინოთ მათ,  რა უპირატესობები აქვთ არბიტრაჟსა და მედიაციას დავების გადაწყვეტის  მიმართულებით“ - განაცხადა საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის უფროსმა  იურისტმა დავით ედილაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

საქართველოს  სავაჭრო-სამრეწველო პალატა  და ბიზნესომბუდსმენი რეგიონულ შეხვედრებს ევროკავშირი საქართველოსთვის (EU4Business) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მართავენ. მორიგი რეგიონული ღონისძიებები არბიტრაჟისა და მედიაციის  შესახებ ცნობადობის ამაღლების მიმართულებით,  ბიზნესომბუდსმენთან ერთად  ახალციხესა და თელავშია დაგეგმილი. საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC) საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული ორგანიზაციაა, რომელიც საერთაშორისო ექსპერტების უშუალო ჩართლობითა და ევროპული გამოცდილების გაზიარებით დაარსდა და თავის საქმიანობაში აბსოლუტურად დამოუკიდებელია. 

15/05/2019

ვალუტის კურსი

USD
2.9232
Eur
3.2395
GBP
3.5561
კონტაქტი