სიახლეები

DCFTA საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლანჩხუთში გაიმართა რეგიონული შეხვედრა მეწარმეებთან

DCFTA საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლანჩხუთში გაიმართა რეგიონული შეხვედრა  მეწარმეებთან. ღონისძიებას დაესწრნენ მეწარმეები ოზურგეთიდან, ჩოხატაურიდან და ლანჩხუთიდან. განხილული იქნა ის შესაძლებლობები და ვალდებულებები, რასაც ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის არეალის შესახებ ხელშეკრულება გვაძლევს. 

რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს პროდუქტმა რომ შეძლოს როგორც ევროპის ასევე, საქართველოს ბაზარზე განთავსება?
საქართველოში არსებული ხარისხის ინფრასტრუქტურა (სტანდარტიზაცია, მეტროლოგია, აკრედიტაცია, შესაბამისობის შეფასება).
რა მოთხოვნები არსებობს სამშენებლო მასალების უსაფრთხოების მიმართ? 
რა მოთხოვნები არსებობს საკვები პროდუქტების უსაფრთხოების მიმართ და სხვა. 

ღონისძიება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“  მხარდაჭერით გაიმართება, რომელსაც ახორციელებენ საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).

4/06/2019

ვალუტის კურსი

USD
2.7468
Eur
3.0943
GBP
3.4753
კონტაქტი