სიახლეები

DCFTA საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით მეფუტკრეებისთვის ბაზალეთში ტრენინგი გაიმართა

2019 წლის 4 ივნისს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. ბაზალეთში გაიმართა ტრენინგი თემაზე: „დედა ფუტკრის გამოყვანა და ფუტკრის რძის წარმოება“
  ღონისძიებაზე მეწარმეებმა მიიღეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მეფუტკრეობაში. ჩატარდა პრაქტიკული მეცადინეობა დედა ფუტკრის გამოყვანის, ფუტკრის რძისა და  მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოების შესახებ.  ასევე განხილული იქნა ძირითადი სეზონური სამუშაოები საფუტკრეში; ტრენინგში მონაწილეობა მიიღო შიდა ქართლის  მცირე და საშუალო ბიზნესის ოცმა წარმომადგენელმა.
ღონისძიება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“- მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.
ტრენინგს უძღვებოდა ვლადიმერ ვარდოსანიძე - პროფესიონალი მეფუტკრე, „პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის“ წევრი, მეფუტკრეთა მსოფლიო კონგრესების მონაწილე, „სამრეწველო მეფუტკრეობის სასწავლო პროექტის“ მონაწილე.

ვალუტის კურსი

USD
2.7468
Eur
3.0943
GBP
3.4753
კონტაქტი