სიახლეები

DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრმა ბათუმში მეწარმეებისთვის ტრენინგი გამართა

 „აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასა და მის
პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნები და წყლის ცხოველის ზოგიერთი
დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესი“-ის თემაზე ბათუმში DCFTA საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ტრენინგი გაიმართა. 

ტრენინგი კითხვა-პასუხის და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მასში ათმა ადგილობრივმა მცირე და საშუალო მეწარმემ მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ - მხარდაჭერით შედგა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს. 
 
ღონისძიებაზე განიხილეს: DCFTA და სანიტარიულ და
ფიტოსანიტარიულ სფეროში აკვაკულტურასთან დაკავშირებული საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები; აკვაკულტურის ფერმის მოწყობასთან და წარმოებასთან დაკავშირებული მოთხოვნები და აკვაკულტურის პროდუქტების ბაზარზე განთავსების პირობები (,,აკვაკულტურისა და მისი პროდუქტების ბაზარზე განთავსებისა და იმპორტის
პირობები“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის დადგენილება N597);
აკვაკულტურასთან დაკავშირებული კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების მიმოხილვა (,,თევზის ვირუსული ჰემორაგიული სეპტიცემიისა (VHS) და სისხლმბადი ქსოვილის ინფექციური ნეკროზის (IHN) გამოვლენისა და დადასტურებისთვის ნიმუშის აღების გეგმებისა და დიაგნოსტიკის მეთოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №636 დადგენილება და ,,აკვაკულტურის ცხოველის ჯანმრთელობასა და მის პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და წყლის
ცხოველის ზოგიერთი დაავადების პრევენციისა და კონტროლის წესის დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს მთავრობის N594). 

20.06.2019

ვალუტის კურსი

USD
2.8971
Eur
3.2390
GBP
3.6066
კონტაქტი