სიახლეები

თავისუფალ უნივერსიტეტში ჩინური მიმართულების ღონისძიება "სარტყელი და გზა" გაიმართა

თავისუფალ უნივერდიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური მიმართულების ღონისძიება: “სარტყელი და გზა" - ქართველი სტუდენტების თვალით დანახული პერსპექტივები გაიმართა.  ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ნინო ჩიქოვანი შეხვდა. ნინო ჩიქოვანმა ხაზი გაუსვა საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების პოტენციალს და  ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მნიშვნელობას.  ამასთან მან აღნიშნა, რომ პალატასთან არსებული  DCFTA საინფორმაციო ცენტრის წარმატებული პროექტის მაგალითზე პალატა გეგმავს ჩინეთის საინფორმაციო ცენტრის დაფუძნებას. სტუდენტებმა პალატის პრეზიდენტისგან მიიღეს ჩინეთის საინფორმაციო ცენტრის პროექტის განხორციელებაში ჩართულობისა და თანამშორმლობის  შეთავაზება. 

ტელეპრეზენსის საშუალებით ჩინეთიდან სავაჭრო სამრეწველო პალატის ოფიციალური წარმომადგენელი ჩინეთში და ამავე სკოლის კურსამთავრებული- ბექა მიქაბერიძე ჩაერთო. სტუდენტებმა ღონისძიებაზე პროექტების პრეზენტაციები წარმოადგინეს. 

         23.06.2019

ვალუტის კურსი

USD
2.9446
Eur
3.2606
GBP
3.8789
კონტაქტი