სიახლეები

პალატის ორგანიზებით, საქართველო- სერბეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, თბილისში საქართველო-
სერბეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო
პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა. ბიზნეს-ფორუმის მონაწილეებს ასევე
სიტყვით მიმართეს: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
მოადგილე გენადი არველაძემ, სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს
სახელმწიფო მდივანმა ნემანჟ სტევანოვმა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის
საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა ელენა
იოვანოვიჩმა.

ფორუმის მიმდინარეობისას გაიმართა პრეზენტაციები საქართველოსა და სერბეთის
საინვესტიციო პოტენციალის, ტურიზმის დარგში არსებული პერსპექტივებისა და
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მომსახურებების შესახებ.
ბიზნეს - ფორუმის ფარგლებში საქართველოს ეწვია 5 მსხვილესი კომპანია სერბეთიდან ,
რომლის მიზანია საქართველოში ბიზნეს-პარტნიორის მოძიება. ღონისძიებაზე გაიმართა
ორმხრივი ბიზნეს-შეხვედრები სერბეთის ბიზნესის წარმომადგენლებთან შემდეგი
სექტორებიდან: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, წარმოება, ეკონომიკის ინსტიტუტი
/სამეცნიერო კვლევითი და საკონსულტაციო ცენტრი. 

03.07.2019

ვალუტის კურსი

USD
2.8971
Eur
3.2390
GBP
3.6066
კონტაქტი