სიახლეები

რეგიონული პალატის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა მეწარმეთა შეხვედრა

29 ივლისს, ქ. ქუთაისში, იმერეთის რეგიონული პალატის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა მეწარმეებთან შეხვედრა თემაზე: „IV კატეგორიის საწარმოებისათვის განკუთვნილი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი“. შეხვედრის დროს გაიმართა ანგარიშგების ახალი სისტემის პრეზენტაცია.

შეხვედრას ორგანიზება გაუწია:  საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატამ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ. 
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 180–მდე IV კატეგორიის საწარმომ.

ვალუტის კურსი

USD
2.9718
Eur
3.3088
GBP
3.8345
კონტაქტი