სიახლეები

შეხვედრა სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტოსა და კერძო სექტორს შორის

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით 1-ლ აგვისტოს  სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“- ში  საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში გაიმართა შეხვედრა სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტოსა და კერძო სექტორს შორის. ღონისძიებაზე განიხილეს   ახალი კანონპროექტი „საჯარო შესყიდვების შესახებ“. 
ღონისძიება გახსნა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა  გიორგი პერტაიამ, მისასალმებელი სიტყვით  წარსდგა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე. 
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის საბჭოს წევრები  და კერძო სექტორის 30-მდე წარმომადგენელი. ღონისძიება წარიმართა კითხვა-პასუხის ფორმატში, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.  

ვალუტის კურსი

USD
2.9718
Eur
3.3088
GBP
3.8345
კონტაქტი