სიახლეები

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერvტაია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქ. გუანჯოუს ესტუმრა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქ. გუანჯოუს ესტუმრა

2019 წლის 23-26 აგვისტოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქ. გუანჯოუში 21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის საერთაშორისო გამოფენა და ბიზნეს-ფორუმი ჩატარდა. აღნიშნულ გამოფენაზე 60-მდე ქვეყნის წარმატებული ორგანიზაცია-კომპანია იღებდა მონაწილეობას. საქართველოდან გამოფენაში 15 ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.   ქართული პავილიონის ორგანიზება ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით,  გუანდონში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ოფიციალურ წარმომადგენლობას და საქართველოს ბიზნეს სახლს - „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ დაევალა. ქართული პროდუქცია წარმოდგენილი იყო,,თბილისური ეზოს” იერსახით მოწყობილ ქართულ პავილიონში. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ბატონი გიორგი პერტაია ჩინეთის გუანდონის პროვინციის სავაჭრო საბჭოს პრეზიდენტს ბატონ ფან-ს, ქ. გუანჯოუს მერს ბატონ ვენ გუო ხუეის და ქალაქ გუანჯოუს ცენტრალური რაიონის ,,იუე სიუ” ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარეს ქალბატონ ლუოს  შეხვდა. სადაც განიხილეს მთელი რიგი საკითხები გუანჯოუ-თბილისს შორის პირდაპირი რეისის დანიშვნის შესახებ, საქართველოდან ჩინეთის ბაზარზე თაფლის, რძისა და ხორცის პროდუქტების შემოსვლის რეგულაციებზე.

შეხვდრის დროს ხაზი გაესვა ორი ქალაქის, თბილისისა და გუანჯოუს  კიდევ უფრო  დაახლოებას ეკონომიკურ და კულტურულ ჭრილში, ასევე ჩინეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის  პოპულარიზაციის ხელშეწყობას.

ბატონმა გიორგი პერტაიამ ასევე მოინახულა ქ. გუანჯოუს ჰიპერმარკეტების ქსელი, სადაც იყიდება 20-მდე სახეობის  ქართული პროდუქცია. იგი ასევე ეწვია ქ. გუანჯოუში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ოფიციალურ  წარმომადგელობას  და გაეცნო მათ მიერ განხორციელებულ და მიმდინარე აქტივობებს.

 

 

 

 

ვალუტის კურსი

USD
2.9759
Eur
3.2860
GBP
3.7223
კონტაქტი