სიახლეები

საქართველოში ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის გლობალური პოლიტიკის ფაკულტეტის მკვლევართა დელეგაციის ვიზიტი მიმდინარეობს

საქართველოში ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის გლობალური პოლიტიკის ფაკულტეტის 29 კურსდამთავრებულისგან შემდგარი მკვლევართა დელეგაცია ვიზიტი მიმდინარეობს. ჯგუფის ჩამოსვლის მიზანია, შეისწავლონ საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება და საერთაშორისო ურთიერთობები. დელეგაციას ხელმძღვანელობს პაულ სტრონსკი, კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის წარმომადგენელი.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით დაიგეგმა 3-დღიანი დისკუსიები სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლის მონაწილეობით. პანელურ დისკუსიებზე განხილული იქნება საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, საერთაშორისო თანამშრომლობა, ეროვნული უსაფრთხოება, კორუფციასთან ბრძოლა და ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარების გზები. ღონისძიების ფარგლებში განხილული საკითხებისა და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მკვლევრებს საშუალება მიეცემათ პოპულარიზაცია გაუწიონ საქართველოს მიღწევებს და გაზარდონ მათი ცნობადობა საერთაშორისო ასპარეზზე.

ვალუტის კურსი

USD
2.9723
Eur
3.2779
GBP
3.8265
კონტაქტი