სიახლეები

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ პარიზში, საფრანგეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ პარიზში, საფრანგეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო ურთიერთბებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ალექსანდრე პაპიაშვილმა პარიზში, MEDEF Internationali-ის მიერ ორგანიზებულ ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრები სასესიო ფორმატში მიმდინარეობა, სადაც ალექსანდრე პაპიაშვილმა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობასა და გეგმებზე ისაუბრა. ასევე, ყურადღება გაამახვილა საინვესტიციო პროექტების ანალიზი-კონსულტაციის შესაძლებლობებზე. მან შეხვედრის მონაწილეებს, ის სერვისებიც გააცნო, რომელსაც პალატა ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს სთავაზობს. ფორუმის ფარგლებში, ალექსანდრე პაპიაშვილი ფრანგული ბიზნეს კომპანიის წარმომადგენლებსაც შეხვდა, რომლებიც უკვე საქმიანობენ საქართველოში და გარკვეულ საკითხებში კონსულტაციებს საჭიროებენ.

ბიზნეს საბჭოს ფორუმი, დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის პირველი შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა. შეხვედრებს საქართველოს მხრიდან, სააგენტო "აწარმოე საქართველოში", ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრაქსტუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები, ხოლო საფრანგეთის მხრიდან, MEDEF International - ის წევრი კომპანიები ესწრებოდნენ, რომელთა გარკვეული ნაწილი, საქართველოში უკვე ეწევა ბიზნეს საქმიანობას.
 

ვალუტის კურსი

USD
2.8781
Eur
3.2002
GBP
3.7556
კონტაქტი