სიახლეები

სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ქალთა გაძლიერების პრინციპების ფორუმში - ,,ბიზნეს ლიდერებს მივყავართ ცვლილებებამდე" მიიღო მონაწილეობა

ქალთა როლის გაზრდის მნიშვნელობა კერძო სექტორში და ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრ კომპანიებში - ეს იყო ის ძირითადი თემები, რის შესახებაც პალატის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ალექსანდრე პაპიაშვილმა , სასტუმრო ,,შერატონ გრანდ მეტეხი პალასში " გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. 

მსოფლიო მასშტაბით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა გახდა პირველი პალატა, რომელმაც ქალთა გაძლიერების პრინციპებს მოაწერა ხელი. 

პალატა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პროექტის ,,ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში” ფარგლებში 2019 წლის ოქტომბრიდან თანამშრომლობს. 
პროექტის ფარგლებში, კერძო სექტორში ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვის კუთხით უკვე გადამზადდნენ პალატის თანამშრომლები, რომლებიც წევრ კომპანიებს მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ.

ქალთა გაძლიერების პრინციპები გაეროს გლობალური შეთანხმებისა და ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ინიციატივაა, რომელთა დანერგვაზე გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში 2014 წლიდან მუშაობს.

ვალუტის კურსი

USD
2.8781
Eur
3.2002
GBP
3.7556
კონტაქტი