სიახლეები

სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის,მაგდა ბოლოთაშვილის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში

დუალური პროფესიული განათლების გერმანული სისტემის შესახებ გამოცდილების გაზიარების მიზნით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორი,მაგდა ბოლოთაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და განათლების სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად, 2019 წლის ნოემბერში გერმანიაში იმყოფებოდა. 

,,ამ სამუშაო ვიზიტმა შესაძლებლობა მოგვცა, გაგვეგო დუალური პროფესიული განათლებისა და კერძო სექტორის ჩართულობის მრავალმხრივი შესაძლებლობების არსი და გავცნობოდით გერმანულ პრაქტიკას.“ 
სამუშაო ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორის განვითარებისა და პროფესიული განათლების პროგრამის ფარგლებში შედგა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს დავალებით ახორციელებს.

ვალუტის კურსი

USD
3.1456
Eur
3.4425
GBP
3.9257
კონტაქტი