პალატის შესახებ

1960 წლიდან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ქართული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე ზრუნავს. ამისთვის ჩვენი გუნდი წლების განმავლობაში სხვა და სხვა პროექტებს ახორციელებს, აქტივობებს გეგმავს და ცდილობს საქართველოში მოღვაწე ყოველი მეწარმის  ინტერესები დაიცვას. პალატა ინტენსიურად თანამშრომლობს  პარტნიორებთან, გეგმავს და მართავს ბიზნეს-ფორუმებს, აკავშირებს უცხოურ კომპანიებს ქართველ მეწარმეებთან  და თითოეულ მათგანს საქმიანობაში წარმოქმნილი სირთულეების დაძლევაში ეხმარება. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მოქმედი გუნდი  ღია დიალოგს ანიჭებს უპირატესობას და ბიზნეს-სექტორს საკუთარი პრობლემების შესაბამის ადრესატამდე მიტანაში და მოგვარებაში ეხმარება. 

პალატა განსაკუთრებით აქტიურია საერთაშორისო ასპარეზზე. ამის ნათელი მაგალითია პარტნიორებთან ერთად დაგეგმილი და ჩატარებული ღონისძიებების სიმრავლე. ბიზნეს-ფორუმები და მჭიდრო კონტაქტი  უცხოურ პალატებთან ჩვენი მრავალწლიანი მუშაობის ერთ-ერთი თვალნათელი შედეგია. სწორედ ამ მჭიდრო საერთაშრისო კონტაქტების გამო ანიჭებენ მეწარმეები უპირატესობას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრობას, რაც მათ უცხოელი პარტნიორების მოძიების შესაძლებლობას აძლევს.  ჩვენს პალატას გაფორმებული აქვს ათობით მემორანდუმი სხვა და სხვა ქვეყნების პალატებთან და ამ დოკუმენტების ფარგლებში მრავალ  პროექტს ახორციელებს. 

ჩვენი  მიზანი  მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერით ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა.  გარდა ბიზნესის ინტერესების დაცვისა,  პალატა ქართველი მეწარმეებისთვის წარმოშობის სერთიფიკატებს გასცემს. ჩვენს მიერ დაარსებული ორგანიზაციები კი ბიზნეს-სექტორისთვის დამატებითი და საჭირო მომსახურების გაწევას უზრუნველჰყოფენ. 

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის  სტრუქტურა ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის პრინციპზეა აგებული. სისტემაში არსებობს ცენტრალური პალატა, ავტონომიური  რესპუბლიკებისა  და რეგიონების  პალატები. 

ევროპის ქვეყნების ძირითადი ნაწილისგან განსხვავებით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრობა ბიზნეს-სექტორის წარმომადგენელთათვის  ნებაყოფლობითია. 





}

ვალუტის კურსი

Gel
1
USD
2.6029
Eur
2.7333
GBP
3.2411
კონტაქტი