სიახლეები

აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ბიზნეს-სექტორს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ბიზნეს-სექტორს საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა.
 
ანგარიშის წარდგენის ფარგლებში გაიმართა პალატის სამომავლო გეგმების პრეზენტაციაც. წარადგინეს  ის  დაგეგმილი  აქტივობები, რომლებიც სამთავრობო  ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში იგეგმება, ასევე პრეზენტაციის ნაწილში  მოხდა დევნილებში ბიზნეს-სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილი აქტივობების წარდგენაც. საუბარი შეეხო ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ მეწარმე სუბიექტებში ტრენინგის საჭიროებების დადგენისა და ტრენინგების ჩატარების საკითხსაც, რაშიც მხარდაჭერას აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატა აღმოუჩენენ.
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა კანონის შესაბამისად საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შემადგემნელი ნაწილია. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე მისი ოფისი განთავსებულია თბილისში.  აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაწევრიანებულები არიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებული ის პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას. მათ შორის არიან, როგორც მსხვილი, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები. 

ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთო კრება გაიმართა. 

6.07.2018

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი