სიახლეები

პალატის წევრებისთვის საპენსიო შენატანების ადმინისტრირების შესახებ ტრენინგი გაიმართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის აკადემიისა და “ბიდიოს“ორგანიზებით 8 თებერვალს გაიმართა სემინარი თემაზე „საპენსიო შენატანების ადმინისტრირება - დეტალები და გამოწვევები“. ღონისძიების  მიზანი  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი კომპანიებისთვის საპენსიო რეფორმის საკვანძო დეტალების გაცნობა და დამსაქმებელთათვის დადგენილი რეგულაციების პრაქტიკული გამოყენებისთვის მომზადება იყო. 

სემინარის ფარგლებში განიხილეს  ისეთი თემები როგორიც არის:  დაგროვებითი საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ზოგადი პრინციპები;   საპენსიო შენატანის გადამხდელის იდენტიფიცირება;   საპენსიო შენატანის გაანგარიშების ობიექტის განსაზღვრა;   საპენსიო შენატანის გაანგარიშების მეთოდები; ცვლილებები შრომით ხელშეკრულებებსა და მომსახურების ხელშეკრულებებში;  საპენსიო შენატანების ბუღალტრული აღრიცხვა და დეკლარირება;  დაურეგულირებელი და ბუნდოვანი საკითხები და სხვა საკანონმდებლო ცვლილებები. 

სემინარს უძღვებოდნენ:   „ბიდიოს“(BDO) საგადასახადო მენეჯერი შალვა კილასონია და ბიდიო ლეგალის იურისტი დიმიტრი ხრიკაძე. ღონისძიებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი 40-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.


08.02.2019

 

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი