სიახლეები

DCFTA საინფორმაციო ცენტრი - ტრენინგი მომხმარებლებისთვის სურსათთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების შესახებ

2018 წლის 2 ნოემბერს, ბათუმში გაიმართა ტრენინგი თემაზე: „ევროდირექტივა მომხმარებლებისთვის სურსათთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების შესახებ“.

ღონისძიებაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: DCFTA – SPS თავი, საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ სფეროში,  ევროდირექტივა მომხმარებლებისთვის სურსათთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების შესახებ  და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, „ტექნიკური რეგლამენტის - მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №301 დადგენილება. 

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს სურსათის წარმოების და რეალიზაციის სფეროების წარმომადგენელმა  ადგილობრივმა მეწარმეებმა და დარგობრივი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებმა, სულ 39 მონაწილე. 

ღონისძიება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ - მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.
ტრენინგს უძღვებოდა დარგის ექსპერტი - კახა სოხაძე - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ხარისხის მართვისა და აღიარების სამმართველოს უფროსი.

2.11.2018

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი