სიახლეები

თბილისში ბელარუსული პროდუქციის გამოფენა „Made in Belarus” გაიმართება

2018 წლის 20 ნოემბერს, 11:00-ზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ (პავილიონი 6) გაიხსნება ბელარუსული პროდუქციის გამოფენა „Made in Belarus”  და საქართველოსა და ბიზნეს-ფორუმი „საქართველო – ბელარუსი: თანამშრომლობის პერსპექტივები“. ღონისძიებათა ციკლი, რომელიც 22 ნოემბრამდე გასტანს,   სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის საერთაშორისო გამოფენის "AGRO FOOD DRINK TECH EXPO" ფარგლებში იმართება.  ღონიეძიების ორგანიზატორები არიან: ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის გამოფენის უნიტარული საწარმო „ბელინტერექსპო“,   ბელარუსის რესპუბლიკის საელჩო  საქართველოში და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა. 

გამოფენისა და ბიზნეს-ფორუმის გახსნის ღონისძიებაში ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ: ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მიხეილ მიატლიკოვი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, ასევე, ბელარუსის რესპუბლიკის მრეწველობის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ოგოროდნიკოვი, გამოფენის უნიტარული საწარმოს „ბელინტერექსპო“–ს დირექტორი ევგენი ვედენსკი. ასევე,  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს,  ფერმერთა   ასოციაციის და   ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები. 

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 10 მსხვილი ბელორუსული საწარმო, რომელთა შორისაც იქნებიან   სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებლები, ასევე,   რძის, ხორცის და ხილ-ბოსტნეულის პროდუქციის გადამამუშავებელი  საწარმოები.   მათ შორის,  ბელორუსული მანქანათმშენებლობის ფლაგმანი – ჰოლდინგი „გომსელმაშ“,სპეციალიზირებული საწარმო "ლიდაგროპრომმაშ", რომელიც აწარმოებს 25-ზე მეტი სახეობის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას.    პირველად საქართველოში თავის პროდუქციას წარმოადგენს  კომპანია   „სმორგონის რძის პროდუქტები“, რომლის  პროდუქციაც  ცნობილია ბელარუსის რესპუბლიკაში და მის ფარგლებს გარეთ. რძის მწარმოებელი კომპანია „ბაბუშკინა ლრუნკა“, რომელიც 3 ახალ პროდუქტს  წარადგენს, ასევე ერთ-ერთი პოპულარული რძის მწარმოებელი ბრენდი  „მოლოჩნი გოსტინეც”, ნაყინისა და გაყინული პროდუქტის საწარმო „მოროზპროდუქტ“, ხორცის მწარმოებელი კომპანია „ოშმიანი”, ხორცკომბინატები  „ვოლკოვისკ” და  „მოგილიოვ“. წარმოდგენილი იქნება ასევე „ბაიხოვ“-ის ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო.  

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება კულტურული პროგრამა ბელარუსული ანსამბლების მონაწილეობით. 

9.11.2018

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი