სიახლეები

DCFTA საინფორმაციო ცენტრი- ტრენინგი მეწარმეებისთვის ბათუმში

2018 წლის 29 ნოემბერს, ბათუმში გაიმართა ტრენინგი თემაზე: „მიკვლევადობის და ეტიკეტირების მნიშვნელობა მეფუტკრეობის პროდუქტებით და თაფლით ვაჭრობისას, საერთო ბრენდირების უპირატესობები, მსოფლიო პრაქტიკა და მაგალითები.“  

ღონისძიებაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: 4P კომპლექსი: პროდუქტი, ფასი, განაწილება/დისტრიბუცია, ხელშეწყობა; ბრენდირების მნიშვნელობა პროდუქციის რეალიზაციისათვის (მაგალითები); მოთხოვნები ეტიკეტირების მიმართ: კანონის მოთხოვნები,  ეტიკეტის დიზაინის და ლოგოს შედგენის დროს გასათვალისწინებელი საკითხები, საჭირო დოკუმენტაცია; მეწარმეთა ერთობლივი ბრენდირება: ერთობლივი ბრენდირების და ურთიერთპასუხისმგებლობების განაწილების პრინციპები,  ერთობლივი ბრენდირების პროცესში ჩართულ ფერმერთა ინდივიდუალურობის დაცვის მექანიზმები,  SWOT ანალიზი ერთობლივი ბრენდირებისათვის.  

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა მეწარმეებმა (მეფუტკრეებმა) და აჭარის მეფუტკრეთა ასოციაციის წარმომადგენლებმა, სულ 28 მონაწილე. 

ღონისძიება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ - მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.
ტრენინგს უძღვებოდა ექსპერტი ბიზნეს განვითარების საკითხებში - ირაკლი ჯავახიშვილი.

30.11.2018

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი