სიახლეები

DCFTA საინფორმაციო ცენტრი - ტრენინგი მეწარმეებისთვის ქუთაისში

2018 წლის 30 ნოემბერს ქუთაისში გაიმართა ტრენინგი თემაზე “ევროდირექტივა მომხმარებლებისათვის სურსათთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების შესახებ“. 

ღონისძიებაზე განხილული იქნე საკითხები, როგორებიცაა: 

საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ სფეროში; 
ევროდირექტივა მომხმარებლებისთვის სურსათთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების შესახებ;
დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები-„ტექნიკური რეგლამენტის - მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №301 დადგენილება. 

ტრენინგში მონაწილეობდა სურსათის წარმოებასა და სურსათით ვაჭრობის სფეროში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოთა 18 წარმომადგენელი. 

ღონისძიება  გაიმართა  ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ - მხარდაჭერით, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.

ტრენინგს უძღვებოდა  სსიპ  „სურსათის ეროვნული სააგენტოს“  სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ხარისხის მართვისა და აღიარების სამმართველოს უფროსი კახა  სოხაძე. 

3.12.2018

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი